სამუშაო დრო: 24/7 /365
Selected Flag language
  • Georgia Flag Georgian
  • USA Flag English
  • Russian Flag Russian

სისხლის სამართალი

საქართველოს კანონი

საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობა

1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი ადგენს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველს, განსაზღვრავს, თუ რომელი ქმედებაა დანაშაულებრივი, და აწესებს შესაბამის სასჯელს ან სხვა სახის სისხლისსამართლებრივ ღონისძიებას.

2. ეს კოდექსი შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს.

3. ამ კოდექსის მიზანია დანაშაულებრივი ხელყოფის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა.

 

სისხლის სამართლის კანონის მოქმედების ფარგლები

1. ქმედების დანაშაულებრიობა და დასჯადობა განისაზღვრება სისხლის სამართლის კანონით, რომელიც მოქმედებდა მისი ჩადენის დროს.

2. დანაშაულის ჩადენის დროა ის დრო, როდესაც მოქმედებდა ამსრულებელი ან თანამონაწილე ანდა უნდა ემოქმედა მას. შედეგის დადგომის დროს მნიშვნელობა არა აქვს.

 

 

1. სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა. სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აწესებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამკაცრებს სასჯელს, უკუძალა არა აქვს.

2. თუ ახალი სისხლის სამართლის კანონი ამსუბუქებს სასჯელს ქმედებისათვის, რომლის გამოც დამნაშავე მას იხდის, ეს სასჯელი უნდა შემცირდეს ამ სისხლის სამართლის კანონის სანქციის ფარგლებში.

3. თუ დანაშაულის ჩადენიდან განაჩენის გამოტანამდე სისხლის სამართლის კანონი რამდენჯერმე შეიცვალა, გამოიყენება ყველაზე მსუბუქი კანონი.

4. (ამოღებულია - 12.06.2015, №3714).

საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №292 – სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.45

საქართველოს 2000 წლის 30 მაისის კანონი №333 – სსმ I, №20, 31.05.2000 წ., მუხ.51

საქართველოს 2007 წლის 3 ივლისის კანონი №5181 - სსმ I. №28, 18.07.2007 წ., მუხ.278

საქართველოს 2015 წლის 12  ივნისის კანონი № 3714 - ვებგვერდი, 24.06.2015წ.

 

    მუხლი 4. სისხლის სამართლის კანონის მოქმედება საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულის მიმართ

 2

 

1. იმას, ვინც დანაშაული ჩაიდინა საქართველოს ტერიტორიაზე, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება ამ კოდექსით.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილად ითვლება დანაშაული, რომელიც დაიწყო, გრძელდებოდა, შეწყდა ან დამთავრდა საქართველოს ტერიტორიაზე. ამ კოდექსის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე საქართველოს კონტინენტურ შელფზე და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში ჩადენილ დანაშაულზე.

3. იმას, ვინც დანაშაული ჩაიდინა ხომალდზე, რომელიც უფლებამოსილია ისარგებლოს საქართველოს სახელმწიფო ალმით ან ამოსაცნობი ნიშნით, ანდა ასეთი ხომალდის წინააღმდეგ, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება ამ კოდექსით, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

4. თუ უცხო ქვეყნის დიპლომატიურმა წარმომადგენელმა, აგრეთვე სხვა პირმა, რომლებიც დიპლომატიური იმუნიტეტით სარგებლობენ, დანაშაული საქართველოს ტერიტორიაზე ჩაიდინეს, მათი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი გადაწყდება საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული წესით.

     მუხლი 5. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა საზღვარგარეთ ჩადენილი დანაშაულისათვის

 8

 

1. საქართველოს მოქალაქეს და  საქართველოში სტატუსის მქონე  მოქალაქეობის არმქონე პირს, რომლებმაც საზღვარგარეთ ჩაიდინეს ამ კოდექსით გათვალისწინებული ისეთი ქმედება, რომელიც დანაშაულად ითვლება იმ სახელმწიფოს კანონმდებლობით, სადაც ის ჩადენილია, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ ამ კოდექსით.

2. საქართველოს მოქალაქეს და  საქართველოში სტატუსის მქონე  მოქალაქეობის არმქონე პირს, რომლებმაც საზღვარგარეთ ჩაიდინეს ამ კოდექსით გათვალისწინებული ისეთი ქმედება, რომელიც დანაშაულად არ ითვლება იმ სახელმწიფოს კანონმდებლობით, სადაც ის ჩადენილია, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ ამ კოდექსით, თუ ეს არის საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მიმართული მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ანდა თუ ამ დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით.

3. საზღვარგარეთ დანაშაულის ჩამდენ უცხო ქვეყნის მოქალაქეს და  მოქალაქეობის არმქონე პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ ამ კოდექსით, თუ ეს არის საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მიმართული მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ანდა თუ ამ დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით.

4. საქართველოს მოქალაქეს და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირს, რომლებმაც საზღვარგარეთ ჩაიდინეს ამ კოდექსის 221-ე, 223​1, 223​2, 223​3, 223​4, 338-ე, 339-ე ან 339​​1 მუხლით გათვალისწინებული ისეთი ქმედება, რომელიც დანაშაულად არ ითვლება იმ სახელმწიფოს კანონმდებლობით, სადაც ის ჩადენილია, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ ამ კოდექსით.

5. საზღვარგარეთ ამ კოდექსით  გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენ უცხო ქვეყნის მოქალაქეს და  მოქალაქეობის არმქონე პირს,  რომლებიც საქართველოსთვის ახორციელებენ საჯაროსამართლებრივ უფლებამოსილებას, ამ კოდექსის  221-ე338-ე339-ე ან 3391 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის  სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ ამ კოდექსით.

6. იმას, ვინც დანაშაული ჩაიდინა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების ტერიტორიაზე, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება ამ კოდექსით, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს 2000 წლის 30 მაისის კანონი №333 – სსმ I, №20, 31.05.2000 წ., მუხ.51

საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5170 - ვებგვერდი, 11.11.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6301 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.

საქართველოს 2018 წლის 18  აპრილის კანონი №2152  – ვებგვერდი, 01.05.2018წ.

საქართველოს 2018 წლის 20  ივლისის კანონი №3158  – ვებგვერდი, 06.08.2018წ.

 

 

   მუხლი 6. დამნაშავის გადაცემა და ექსტრადიცია

 1 2

 

1. საქართველოს მოქალაქე და  საქართველოში სტატუსის მქონე  მოქალაქეობის არმქონე პირი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისაცემად ან სასჯელის მოსახდელად არ შეიძლება ექსტრადირებულ იქნენ  სხვა სახელმწიფოში, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. საქართველოს მოქალაქისა და  საქართველოში სტატუსის მქონე  მოქალაქეობის არმქონე პირის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსათვის გადაცემა ხორციელდება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესდებით (რომის სტატუტით) და „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.

 

2. დანაშაულის ჩამდენი უცხო ქვეყნის მოქალაქე, აგრეთვე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებიან, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისაცემად ან სასჯელის მოსახდელად შეიძლება ექსტრადირებულნი იყვნენ სხვა სახელმწიფოში ან გადაეცნენ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს. 

3. არ შეიძლება სხვა სახელმწიფოს გადაეცეს შემოხიზნული, დანაშაულის ჩამდენი პირი, რომელსაც დევნიან პოლიტიკური მრწამსისათვის, აგრეთვე ის, ვინც ჩაიდინა ქმედება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დანაშაულად არ ითვლება, ან თუ ჩადენილი დანაშაულისათვის სიკვდილით დასჯაა დაწესებული იმ სახელმწიფოში, რომელიც გადაცემას მოითხოვს. ასეთ პირთა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი გადაწყდება საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული წესით.

საქართველოს 2000 წლის 30 მაისის კანონი №333 – სსმ I, №20, 31.05.2000 წ., მუხ.51

საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს კანონი №2980 – სსმ I, №26, 05.09.2003 წ., მუხ.191

საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6301 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.